საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი და ახლა უკვე უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გუნდიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
როგორც კვაჭანტირაძემ „რუსთავი 2"-ს განუცხადა, წითელ ხაზად მოსამართლეთა 10-კაციანი სია იქცა, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, გუნდის დატოვების გადაწყვეტილებამდე „მთელმა რიგმა სხვა მომენტებმაც" მიიყვანა.
„სასამართლო იყო ბოლო წითელი წყალგამყოფი, ანუ საერთოდ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემა და უმრავლესობის მიდგომა. ამას გარდა, იყო მთელი რიგი სხვა მომენტები, რაც დაგროვდა, რაზეც ივანიშვილთან მქონდა საუბარი, დაწყებული მართვის სტილიდან ამ პარლამენტში, დამთავრებული იმით, რომ ნდობის დაკარგვის მომენტი იყო", აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.