ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას უფლება მიეცა საპატიმრო ადგილი დატოვოს და თავისი შვილიშვილის დასაფლავებას დაესწროს.
7 წლის ბიჭი პარასკევს მენინგიტით გარდაიცვალა და პატიმრობაში მყოფ ლულას, რომელსაც გასულ წელს კორუფციის ბრალდებით 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შაბათს სან პაულუში დასაფლავებაზე დასწრების ნება დართეს.
ლულა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტზე 2003-2010 წლებში მოღვაწეობდა, აცხადებს, რომ მისი გასამართლება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
ლულამ იანვარში თავისი ძმის დასაფლავებაზე დასწრების ნებართვაც ითხოვა, მაგრამ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მას ამის უფლება არ მისცა. ახლა კი, პარანას შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ ლულას ნება დაერთვება დაესწროს თავისი შვილიშვილის, არტურის დასაფლავებას სან პაულუში, სადაც ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავით ჩავა.
სან პაულო დაახლოებით 340 კილომეტრის მანძილზეა იმ ქალაქიდან, სადაც ლულა სასჯელს იხდის.
ბრაზილიის ყოფილი ლიდერი ამჟამად სასჯელს პარანას შტატის დედაქალაქ კურიტიბას ფედერალურ ციხეში იხდის. ეს მისი პირველი გასვლა იქნება ციხის გარეთ მას შემდეგ, რაც მას გასული წლის აპრილში პატიმრობა მიუსაჯეს.
მისი მხარდამჭერები დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო. ლულას მემარცხენე ფრთის „მუშათა პარტია“ სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.