იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ ძევრში "მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვებმა სტუმრებს ქორეოგრაფიული, ლიტერატურული, და სასიმღერო ნომრები წარუდგინეს, ბანაკის ორგანიზატორებმა კი მონაწილეები შესაბამისი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
მათივე ინფორმაციით, ინგლისურენოვან ბანაკში 15 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან ჩამოსულმა 170 – მა მოსწავლემ დაისვენა. საზაფხულო და ზამთრის ბანაკებს "მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის" აფინანსებს, პროექტის მიზანს ბენეფიციარების ლიდერებად ჩამოყალიბება წარმოადგენს.
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. მხარის გუბერნია მაქსიმალურად უწყობს ხელს ბანაკების რიცხვის გაზრდასა და არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, "მაკლეინის ორგანიზაციაბავშვებისათვის" ძევრის საჯარო სკოლაში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ მოსწავლეებს უნივერსიტეტში სწავლის ხარჯები სრულად უნაზღაურდებათ.
მაკლეინის ორგანიზაციისა და ბეისბოლის ფედერაციის მჭირდო თანამშრომლობის საფუძველზე, ძევრის საჯარო სკოლაში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.