ჭყონდიდის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრობს: ადამიანს მარჯვენა კიდურები აქვს უფუნქციო და ამ მდგომარეობაში შუამდგომლობა კიდევ არ იყოს დაყენებული, არ ვიცი, ამის იქით შეცდომა რა უნდა იყოს დაშვებული
02-03-2019, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანს მარჯვენა კიდურები აქვს უფუნქციო და ამ მდგომარეობაში შუამდგომლობა კიდევ არ იყოს დაყენებული, არ ვიცი, ამის იქით შეცდომა რა უნდა იყოს დაშვებული, აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით „ტვ.პირველის" გადაცემაში „პირველები" გააკეთა.

 


მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ადეკვატური დამოკიდებულება ექნება.

 

 

„არ ვიცი, რამდენად სასურველია, რომ სინოდი შეიკრიბოს ამ საკითხზე, დღემდე უნდა შეკრებილიყო და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველი დაკარგული დღე ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს და. მე ყოველთვის იმედს ვიტოვებდი, რომ ჯანსაღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს და შემოვა სინათლე და მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ადეკვატურია, მართლმადიდებლურია და სარწმუნოებრივია და ქრისტიანულია ის დამოკიდებულება, რომ შენი უდანაშაულო მით უმეტეს ადამიანი - ღვთისმსახური, სამი შვილის მამა, ოჯახიც გაუსაძლის მდგომარეობაშია და თვითონ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, პარალიზებულია. საკმარისია შეცდომები რაც ამ ორი წლის განამვლობაში იქნა დაშვებული", განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

 

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გუშინ, 1 მარტს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მოინახულა. მეუფე ანტონმა აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ის იქნება შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება - პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი