წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 2016-17 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს. დაჯიდლოვების ცერემონიალი განათლების რესურსცენტრის უფროსმა, მამუკა ჩხეტიანმა გახსნა.
13 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
,,მიხარია, რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ, მინდოდა თითოეული თქვენგანის პირადად ნახვა და ამ დიდი გამარჯვების მილოცვა. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლაში მიღებული ცოდნა იყოს შეფასებული, ეს ამავე დროს, არის სტიმული, რათა მომავალში ახალი გამოწვევების მისაღებად იყოთ მზად და თქვენი წვლილი შეიტანოით როგორც წყალტუბოს, ასევე ქვეყნის განვითარებაში. ხარისხიანი განათლებისა და სწავლების გარეშე სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ არსებობს. აქ ერთად ერთად უნდა ვიყოთ, ამაზე ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო, მისი განათლების სისტემა და ადგილობრივი ხელისუფლებაც. დიდი მადლობა პედაგოგებს, რომელთა ღვაწლიც შეუფასებელია და რომლებმაც კიდევ ბევრი თაობა უნდა აღზარდონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", განაცხადა პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა.
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცოდნას, განათლებას, მომავალი თაობის აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. წარმატებული, რეალიზებული და მიზანდასახული მომავალი თაობა არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, თქვენს პედაგოგებს, მშობლებს ამ მართლაც შეუფასებლი ჯილდოს მიღებას. ვიცი, რომ ეს დიდი შრომის, ნებისყოფისა და ნიჭიერების შედეგია. გისურვებთ ახალ წარმატებებს", აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
მედალოსნების დაჯილდოვების ცერემონია მუნიცალიტეტის მერიაში წლებია ტრადიციულად იმართება.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.