თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა კაპიტალურად მოწესრიგდა. 1 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო.
ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უკვე შესრულებული პროექტების, ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
„კიდევ ერთ საგზაო პროექტს ვასრულებთ. დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-2 კორპუსთან, სადაც 216 ოჯახი ცხოვრობს, გზა კაპიტალურად შეკეთდა და რაც მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია. ასევე, აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს კორპუსის სახურავსა და ხუთ ლიფტს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივითა და გამგეობის დაფინანსებით, სამომავლოდ, ამ ტერიტორიაზე ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობაც იგეგმება“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ მისამართზე შესრულებული საგზაო სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.