ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა
02-03-2019, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.

 

 

ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებმა, რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გიორგი ვოლსკიმ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

 

მარათონი, რომელიც ჩუღურეთის რაიონში ტრადიციულად ტარდება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

 

„ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უკვე ტრადიციული მარათონით - „ჩემი გაზაფხული“ ულოცავს მოსახლეობას გაზაფხულის დადგომას. აღნიშნული ღონისძიება ასევე, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოქალაქეებში“, განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

 

ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე დაჯილდოებით, ფლეშმობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად, 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი