სოზარ სუბარი: მას შემდეგ რაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს გადაეცემა ბინა, თაღლითები გააქტიურდნენ
23-07-2015, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს გადაეცემა ბინა, თბილისში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ თაღლითები.


როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ისინი დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ ამ ბინების მიღება.


"ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, გაქანდნენ შსს-ში, ან მოვიდნენ ჩვენთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია ვერავინ მიიღებს ბინას დადგენილი წესის ავლით. ვერც ფულის გადახდით, ვერც თაღლითობით და ვერც აქციებით. არსებობს ძალიან მკაფიოდ დადგენილი წესები, ყველას შეხვდება ბინა, უბრალოდ თანმიმდევრობა და რიგი იქნება მკაფიოდ დაცული", - განაცხადა სუბარმა.


მისივე თქმით, ამ ყველაფერს არ წყვეტს მხოლოდ მისი უფლება, ამას წყვეტს ძალიან ფართო კომისია, რომელშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი