ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხაშურში სამი პირი დააკავეს
03-03-2019, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხაშურში სამი პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1993 წელს დაბადებული ა.ღ. და 1986 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლ.ბ.-მ და ა.ღ.-მ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ორივე შემთხვევის ადგილზე დააკავა.

 


სამართალდამცველებმა, ასევე, ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ვ.ქ. ბრალდებული საავტომობილო მაგისტრალის გომი-აგარის მონაკვეთზე მდებარე გარე განათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მოპარული 40 მეტრის სიგრძის ელექტროკაბელი.

 


გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ , ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი