დედის დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ახალაძემ და ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებმა ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს.
„ყველა დედას ვულოცავ ამ ლამაზ დღეს! მთელი ჩვენი ისტორია სწორედ დედების თავდადების, გამძლეობისა და სათნობის მაგალითია, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ბედნიერებას! თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამ ბავშვების კეთილდღეობისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის“, აღნიშნმა გრიგოლ იოსელიანმა.
ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინეს. ცენტრის კედლებს მათ მიერ შექმნილი ნახატები და თექაზე ნამუშევრები ამშვენებდა.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.