„მათეს სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად. ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი დადგება მარცხნივ", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
„მათეს სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად. ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი დადგება მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთ ეტყვის უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე; მე მწყუროდა და თქვენ მასვით; მე ვიყავი საავადმყოფოში და ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე... და მარცხენა მხარეს ეტყვის: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ მე; მწყუროდა და თქვენ არ მასვით. და ეს გვაფიქრებს ჩვენ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ. ეს შეეხება ყოველ ადამიანს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში სწერია: ჟამი ახლოს არს და შევთხოვოთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის და ხალხის და მთელი მსოფლიოს მარჯვენით დგომა.
ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში“, ბრძანა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.