ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას დენის ტარიფის მომატების თაობაზე, გაგებით უნდა შეხედოს.
ვიცე პრემიერმა "ენერგოპრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფის 3.48 თეთრით გაზრდასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ სამი წლის წინათ სახელმწიფოს მხრიდან ენერგომომწოდებლებთან ერთად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ტარიფის 3,54 თეთრით კლების შესახებ, დღეს კი, დღგ-ს გარეშე ხდება 3,48 თეთრით მომატება.
"ვფიქრობ, იმის მერე, რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი რამ შეიცვალა - მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ბევრ ქვეყანაში, ანუ მოხდა დოლარის გამყარება. ვინაიდან ჩვენ ვართ ენერგეტიკაში იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ამის გარდა ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნდეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.