საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომში ქართველ ემიგრანტებს ჰკითხა, იციან თუ არა რის გამო არიან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია და ასევე „უამრავი“ სხვა მათი მხარდამჭერი.
„ვინც ხმას იღებს, კირკიტაძე ყველაზე მაგარი ორგანიზატორი იყო, უყარეს ციხეში. წინა შეხვედრაზე ჩამოვიდა ზვიად კუპრავა ჩემთან, რომ რაღაცა ვქნათ, გამოვიდეთო და უნდა გამოხვიდეო? ჩავიდა თუ არა გაახსენდათ რომ წიხლი ამოარტყა ვიღაცას 2 წლის წინ.
ვანო ამდენი წელია ციხეშია, ბაჩო ამდენი წელი ციხეშია. ვინმეს, გაიხსენეთ რაზე ზის ეს ხალხი ციხეში, ვინმემ თუ იცის რა მუხლით, თვითონ არ იციან ხალხო. სხედან და სხედან. უამრავი ჩვენი ადამიანი ზის, კაცმა არ იცის რატომ. მხოლოდ იმის გამო, რომ თავი არ წამოყოს საქართველომ არასოდეს. და ამის პარალელურად ეს უსაშველო პროპაგანდა, სისხლისმსმელები, ცოცხები და ა.შ.“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ „ერთი გველეშაპი მოაჯდა ქვეყნას, ყველას და ყველაფერ ყიდულობს. ნახეთ რა ხდება. მე ქვეყნიდან გამიშვეს... ფუნქცია ოლიგარქის არის, ყველას დაგაჩმორებთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.