3 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი და სახელოსნო 'ედენას' თექის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, ა(ა)იპ ონის სამუსიკო სკოლა, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღი, ა(ა)იპ ონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.