სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან დაღუპული მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ალაბამას ლიის ოლქს ტორნადო დაატყდა თავს. უცნობია, რამდენმა მიიღო დაზიანება. ხელისუფლებამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინა.
შერიფმა ჯეი ჯონსმა „The Associated Press“-ს უთხრა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მისი თქმით, ისინი, სიბნელეში სამძებრო სამუშაოების ჩატარების საფრთხიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გამთენიამდე შეეჩერებინათ.
„გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ნაშალი მასალების აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადგილებშია, სადაც სახლები მდებარეობს“, უთხრა მან CNN-ს.
ამინდის ეროვნულმა სამსახურმა პირველი ქარიშხალი EF-3 კატეგორიად შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარის სიჩქარე შესაძლოა 266 კმ/სთ-მდე ავიდეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ მუშაობს, რომ მოახდინოს იმ პირთა იდენტიფიცირება ვინც დაიღუპა და ვინც დაზიანებები მიიღო.
ოლქის ერთ-ერთი ქალაქის ოჯახის წევრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 8 წლის ბიჭიცაა.
„ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მასობრივი მსხვერპლი, რაც კი თავი მახსოვს“, განაცხადა ლიის ოლქის მცხოვრებმა ბილ ჰარისმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.