ხონის კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მუსიკალური პერფორმანსის დასასრულს განათლებაში, კულტურაში, მედიცინაში მოღვაწე ღვაწლმოსილ ქალბატონებს, მრავალშვილიან დედებს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საპატიო სიგელები გადასცა და მრავალი დამსახურებისათვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა განსაკუთრებულად აღინიშნოს და სათანადოდ დაფასდეს თქვენი წვლილი, ამაგი, ღვაწლი, რომელსაც ათეულობით წლები შეალიეთ. ღირსეულად ემსახურეთ საზოგადოებას. ქედს ვიხრი და მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.