პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა - ე.წ. საზღვრისპირა სოფლებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრნენ
04-03-2019, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად. ასევე, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები მოინახულეს და მათ პროდუქტები ჩაუტანეს.

 

 

 


„ჩვენი ეგიდით და საზოგადოების ჩართულობით იმერეთში არაერთი ჰუმანიტარული აქცია გვაქვს განხორციელებული. მათ შორის ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში, პერიოდულად ვმართავთ სამედიცინო და სოციალურ აქციებს. თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა. მართალია ეს მცირედია, თუმცა ყურადღება ნებისმიერი ადამიანისთვის არის სასიამოვნო. დღევანდელი აქცია კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოსთან ერთად მზად არიან გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები, გაინაწილონ სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმარონ საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს“, განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

 


აქციის ფარგლებში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.

 


ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი