დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ფრაქცია „მრეწველები“ დატოვა, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი დატოვებს თუ არა იგი საპარლამენტო უმრავლესობასაც.
დღეს ასევე „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გააკეთებს განცხადებას გია ჟორჟოლიანიც.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 16:00 საათზე უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც დეპუტატები კომენტარებს გააკეთებენ.
ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს და ისინი 2020 ბოლომდე ამ „მყარ უმრავლესობას“ შეინარჩუნებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.