„ბატონებო დამიჯერეთ, ტყუილია, რომ ვიღაცამ გადაგვაყენა, ვიღაცამ გადმოგვაყენა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში იმიტომ, რომ კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო“, განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და დეტალურად აღწერა მათ წინააღმდეგ განხორციელებული „ორკესტრირებული შეტევა“.
ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის და მისი მოადგილეების თანამდებობებიდან გადადგომა მოითხოვა.
„თიბისი ბანკზე ორკესტრირებული შეტევა 2018 წელს ივნისში დაიწყო და ეს დაადასტურა პროკურატურამ, ჩვენთან შემოდის 4 უწყება, მათ შორის ეროვნული ბანკი, პროკურატურა და იწყებენ ჩვენგან დოკუმენტაციის ამოღებას. ბანკს არ აქვს ვალდებულება, რომ 6 წლის შემდეგ შეინახოს დოკუმენტაცია, მაგრამ ჩვენ 10-11 წლის წინადელი დოკუმენტაცია გვქონდა და მივეცით ჩვენი არქივიდან. ამის შემდეგ ივლისში „თიბისი ბანკზე“ კიბერ თავდასხმის მცდელობა იყო, რაც გამოვიკვლიეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავებს. ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი ვინ ზის ამ კომპიუტერებთან, თბილისში ცენტრალურ გამზირზე. ეს ის ოთახებია, საიდანაც ე.წ. ბოტები და ფაბრიკები იმართება სოციალურ ქსელებში. ამის შემდეგ მოხდა ჩემი პროკურატურაში დაბარება. 31 დეკემბერს კი პროკურატურაში ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს და 9 იანვარს პროკურატურა პრესასთან აკეთებს განცხადებას, რომ საქმე მიდის ფულის გათეთრების მუხლით“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკი აშანატაჟებდა მას და ბადრი ჯაფარიძეს. „პირველი წერილი მოვიდა 10 000 ლარის გადახდის, ამის შემდეგ 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაგვაკისრეს და მოითხოვეს ჩვენი გადადგომა. პრაქტიკულად დაგვემუქრნენ. მე ვუთხარი, ჩვენ მზად ვართ გადავდგეთ. მათ გვითხრეს, რომ მხოლოდ ეს არის საკმარისი და თქვენ საბჭოდანაც უნდა წახვიდეთო. ეს იგივეა მამას აუკრძალონ შვილთან ურთიერთობა“, აღნიშნა ხაზარაძემ და დაამატა, რომ მან გასული წლის ნოემბერში, მეორე ტურამდე, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო.
„არჩევნების მეორე ტურის წინ მივიღე წერილი ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დაამატა, რომ პროკურატურაში მისი დაკითხვისას ამ მუქარით არც ერთი პროკურორი არ დაინტერესებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.