გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - გამარჯვებასა და ნაგებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.
სოფელ ნაგების საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 190 751ლარი შეადგინა.
სოფელ გამარჯვება 1-ის საბავშვო ბაღის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 72 674 ლარი შეადგინა.
სოფელ გამარჯვების საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე, ხოლო სოფელ ნაგების ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ბაღების გახსნის შემდეგ დამატებით 15 სამუშაო სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ბაღების გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი დაესწრნენ.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.