მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო „რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ“
04-03-2019, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემდამი წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ბატონი გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ, განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის მიერ დასმული შეკთხვის - თუ ვისგან მიიღო მან მუქარის წერილი - საპასუხოდ.

 


მას არ დაუკონკრეტებია თუ რა მუქარაზე იყო საუბარი და თქვა, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს და „წერილებით იქით-აქეთ სირბილი“ არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

 


ხაზარაძემ დეტალურად აღწერა მათ წინააღმდეგ განხორციელებული „ორკესტრირებული შეტევა“.

 

 

ხაზარაზემ თქვა, რომ იგი განაგრძობს დავას საქართველოს ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ, რადგნა მიიჩნევს, რომ ის, რაც მათ მიმართ მოხდა, ყოველგვარ ნორმასა და ზღვარს სცდება. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ“.

 


„არ დარჩენილა არც ერთი ევროპული ელჩი, ან ბანკის პირველი პირები, ან მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს. ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება და ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ.

 


მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ არ ჩამეყენებინა ბანკი მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ დამთავრდა უკვე ყველა შესწავლა, ყველა ბანკის მიერ და 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაისი-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა.

 


თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი