მამუკა ხაზარაძე - „არ დავუშვებთ, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს, თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს - ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ“
04-03-2019, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ დავუშვებთ, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს, თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს - ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში.

 


„ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ ვყოფილვარ იმიტომ, რომ ხმამაღლა ვამბობ სიმართლეს და არ ვლაპარაკობ კულისებში. არ მაინტერესებს როგორც ბიზნესმენს ნულები ანგარიშზე და მოგება, თუ არ იქნება თავისუფლება. თუ იქნება შეზღუდვა, აქ არაფერი არ გამოვა. უნდა არსებობდეს კანონი და არ უნდა იყოს, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს. თუ ეს თაროზე შემოიდება, არ დავთმობთ ერთი წამით და ერთი ნაბიჯით არ წავალთ უკან იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა, საბჭოთა კაგებეშნიკური პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე და მერე ადამიანებს არ აქვთ ელემენტარულად იმის საშუალება, რომ პასუხი გასცენ - ან ფინანსური, ან მორალური ან ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოერევი იმიტომ, რომ ადამიანი ყოველთვის პატარაა, ეს უნდა შეწყდეს. მე პირობას გაძლევთ, ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ. თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს, პირდაპირ გეუბნებით ჩვენ. იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ დარტყმა გაცილებით მეტზე, რასაც საქართველო და ჩვენი პერსპექტივა ჰქვია“, განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებისთვის პასუხების გაცემისას.

 

 

მან სინანულით აღიარა, რომ ერთ-ერთ კულუარულ შეხვედრაზე მისვლა მოუხდა.

 


„მე შეცდომა დავუშვი, როცა ერთ-ერთ კულუარულ შეხვედრაზე ვიყავი. თქვენ იცით, რა შეხვედრაზე ვსაუბრობ, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ, მაგრამ იმ განწყობით მივედი, რომ რაღაცა გადაწყდეს“, განაცხადა ხაზრაძემ.

 


მანამდე ხაზარაძემ დეტალურად აღწერა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ განხორციელებული „ორკესტრირებული შეტევა“.

 

კომენტარები: 1
#1   ანა
      
მოგესალმებით, მინდა ვიყო კორექტულიც და სამართლიანიც... ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ბანკის მმართველმა არ იცოდა მისი ბანკიდან 17 მილიონი გავიდა და მერე თვითOნ სასესხებლად მიადგა...შემთხვევით... ვერ დავიჯერებ ამას გამორიცხულია ასეთი რამე.
5 მარტი 2019 01:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი