მე თქვენ გითხარით, რომ სოლიდარული ვიყავი თქვენს მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ უკაცრავად ბ-ნო მამუკა, მაგრამ თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ, ასე მიმართა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესზებზე საუბრობენ, ნატო ჩხეიძემ ხაზარაძეს უთხრა, რომ ბანკის მიერ კონკრეტული კეისის შესრულება მისი დავალებით მოხდა.
ჩხეიძის თქმით, საუბარია „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით იმ ეპიზოდზე, როდესაც თიბისი ბანკიდან 4 მილიონის გატანა მოხდა.
ნატო ჩხეიძის მტკიცებით, ამ ტრანზაქციის შესრულება მაშინ იყო დაუშვებელი, მაგრამ ეს მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას დაკვეთით შეასრულა.
„ქ-ნო ნატო მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა-გამოცემაზე არანაირი ზარი ჩემთან - რომ ამას მიეცით თანხა - არ ყოფილა 27 წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან. მე დავინტერესდი ამ თემით, მოვიწვიე შიდა აუდიტი და პირდაპირ გეუბნებით - ის თანხა - ჯერ გვაბრალებდით, რომ უფრო სწორად, გვაბრალებდა ბიზნესმენი რომ ბანკი დაკეტილი იყო და თანხა იყო გატანილი. გარწმუნებთ, ჩვენ არანაირ დაკეტილ ბანკში თანხა არ გაგვიტანებია. თანხა გაიტანა თქვენივე დირექტორმა თქვენივე ხელმოწერით და ახლა დაბრალება, რომ დირექტორმა თანხა რატომ გაიტანა, ჩვენ უნდა გაგვეკონტროლებინა თურმე, ამას მე ვერ მივიღებ, დიდი ბოდიში. და ვერც იმას მივიღებ, რომ თქვენ ამბობთ - მე ვიღაცას დავურეკე, ასეთი პრაქტიკა ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა", მიმართა მამუკა ხაზარაძემ ნატო ჩხეიძეს, რაზეც ჩხეიძემ განაცხადა:
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბატონი მამუკა მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს. ერთი რამ კი ნიშანდობლივია ჩემთვის - ამ წლის ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ თქვენ - გახარია და 2016 წლის 21-22 აპრილს უკანონოდ გაცემული თქვენი ბანკის მიერ თქვენზე იძულების გამო ორკესტრირებული შეტევის ერთ-ერთი ორკესტრანტი სწორედ ბატონი გახარია გახლდათ. ახლა, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ დირექტორების მიერ იყო გატანილი - დიახ, ბატონო ჩემო, მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის დოკუმენტაციის არარსებობის დროს, თქვენ არ გქონდათ უფლება და თქვენ ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეტანა. ბანკის თანამშრომლები ამას არც აკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. ძალიან ცუდია ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით თქვენ ახლა ამას აცხადებთ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა. მე თქვენ გითხარით, რომ სოლიდარული ვიყავი თქვენს მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ უკაცრავად ბ-ნო მამუკა, მაგრამ თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ. ძალიან ცუდია, მთელი პასუხისმგებლობით ტყუილს რომ ბრძანებთ, ბატონო მამუკა, გასაგებია რატომაც. თქვენ გაბედეთ და დაასახელეთ ორკესტრის ერთი წევრი, სხვათა შორის, „ომეგამ" ყველა წევრი დაასახელა თავის დირიჟორიანად და ის საქმე პროკურატურაში გაჩერებულია", განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.