„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" ასევე ითხოვს, რომ დაუყოფნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ფაქტზე, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს წერილით დაემუქრა.
„ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე - სხვანაირად ვერც შევაფასებ - წარმოუდგენელი ძალადობა. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა" მოვითხოვთ, რომ დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან", განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს თიბისი ბანკის დაფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო „რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.