„ევროპული საქართველო" მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებელს წერილით დაემუქრა, შს მინისტრს ახსნა-განმარტებებისთვის პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა, მათივე მოთხოვნაა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„პირველი და სასწრაფო, რასაც მოითხოვს „ევროპული საქართველო“ არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ბატონი გახარიას მისამართით. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა. ეს არის თემა, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მისი ეკონომიკის მომავალს. ეს არის თემა, სადაც დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ბრალდებები მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი ორკესტრირებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი. პასუხის გამცემი და მომკითხავი ბუნებრივია ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს თიბისი ბანკის დაფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო „რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.