ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბიაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის საფარი ცემენტ-ბეტონით მოეწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44 546 ლარი შეადგინა.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ბიის ადმინისტრაციული ერთეულიდან ფრიდონ შონიამ.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.