გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. მან ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიც" დატოვა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, ის და მირიან წიკლაური „პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეუერთდნენ.
„უმრავლესობას ვტოვებ მე, ჩვენი ფრაქციის სხვა წევრებიც „სოციალ-დემოკრატებიდან" - ერთმა წევრმა უკვე დატოვა, სხვებიც, ალბათ, დატოვებენ უმრავლესობას, თუმცა ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან" ერთად. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამოწურულია ის რესურსი, რომლითაც უმრავლესობაში ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ზეგავლენა უმრავლესობის პოლიტიკის ცვლილებაზე", აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.