თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან „ჭორაობით" იმუნიტეტის მოპოვება სცადა.
„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, პირდაპირ სათქმელს პირდაპრი ვეუბნები და პირში ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე", აცხადებს გახარია.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს თიბისი ბანკის დაფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო „რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ“.
ხაზარაძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გიორგი გახარიას გადადგომა და სისხლის სამართლის აღძვრა, ხოლო „ევროპულა საქართველომ" მინისტრის პარლამენტში მისვლა და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.