რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრაღაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა, დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, კარასინთან შეხვედრასთან დაკავშირებით მალული ინფორმაცია არ არსებობს.
„თავს ვიკავებ. ტრანსპარენტული ფორმატი ამ ფორმატის მუშაობის შესახებ ჩვენ 15 უწყებას, მათ შორის პარლამენტში 4 მისამართით ვაგზავნით ყოველი შეხვედრის შემდეგ ამომწურავ ინფორმაციას. ყველას ვუყვებით რა ხდებოდა, არანაირი მალული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის. ამაზე ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ", განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკომიტეტო სხდომა მმართველი გუნდის მოთხოვნით დაიხურა, რასაც წინ გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ზურაბ აბაშიძისგან ოპოზიცია მოითხოვდა პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ გამართა პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან კარასინთან შეხვედრამდე.
ზურაბ აბაშიძის თქმით, ივანიშვილს საკუთარი ინიციატივით შეხვდა.
„სიამოვნებით შევხდებოდი, მასთან მაქვს ძალიან კარგი ადამიანური ურთიერთობები და აუცილებლად შევხვდები. ამჯერად ასეთი შეხვედრა არ იგეგმება. იყო კითხვები და იქ არ დაფიქსირებულა, რომ რაღაც დარჩა პასუხგაუცემელი. არც ისეთი კითხვა ყოფილა, რომელზეც ჩვენ აქ სხდომის დაწყებამდე არ გვისაუბრია", განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ აბაშიძემ შეხვედრაზე ის საკითხები დააყენა, რის შესახებაც რეკომენდაციები ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.