ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერთან ერთადერთი საკითხი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხები განიხილებოდა.
„დღეს იყო საუბარი ერთადერთ საკითხზე, რომელიც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხებს და ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი იმას, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს მოსამართლეთა შერჩევა და საზოგაოდება უახლოეს დღეებში, 2-3 დღეში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმის საკითხების შესახებ გაიგებს“, განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ, რომელიც იმედოვნებს, რომ ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.