თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლაში მცხოვრებ მხცოვან ქალბატონებს დედის დღე მიულოცა.
ახალთერჯოლელ 113 წლის ქსენია დევიძეს, გოგნელ 103 წლის ოლია ჭანტურიძესა და ზედა სიმონეთელ 100 წლის გოგოცა ბოგვერაძეს მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, კულტურის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მანუჩარ რობაქიძე და მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი ოჯახებში ესტუმრნენ, დედის დღე მიულოცეს და სასაჩუქრე ნობათები გადასცეს.
საქართველოში დედის დღე-3 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წლიდან აღინიშნება.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.