„დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ გადატყდა წელში და ის მოუმზადებლად შეხვდა ამას ყველაფერს“, განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „კვირის აქცენტების“ საგანგებო გადაცემაში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებული მოხსენების შეფასებისას.
გვარამია აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილს დაკარგული აქვს ყოველგვარი კონტროლი პროცესებზეც და საკუთარ თავზეც“ და ვარაუდობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი დაიწყებს პროცესების სტერილიზაციას და ყველას დაიჭერს“.
„ისედაც შიდა პრობლემები ჰქონდათ, აქვთ ჯერ კიდევ [ქართულ ოცნებას]. ფრაქციიდან პრაქტიკულად გადინება ხდება ძალიან ბევრი ადამიანის. მთავარია, რატომ გადიან ეს ადამიანები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დასუსტება და მისადმი რწმენის დაკარგვა... „ქართულ ოცნებაში“ არის დომინოს პრინციპით შეუჩერებელი რღვევა. ეს უკვე ჩანს... მე მგონი სტერილიზაციას დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი პროცესების და ყველას დაიჭერს. ამას ვერ დაუშვებს ის, რომ ილაპარაკონ ასე საჯაროდ და გახსნილად და შეუზღუდავად, დაიჭერს ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს... თუ შეამჩნიეთ მამუკა ხაზარაძემ დღეს ისრები გადაიტანა ბანკის დღევანდელი მმართველის, ბუცხრიკიძის მიმართულებით. მან თქვა, რომ მე გავიტანე კრედიტი და თუ პროცედურული დარღვევები იყო, მე დამფუძნებელი ვარ და რა შუაში ვარ და მართალიცაა. გენერალური დირექტორის გარეშე არაფერი არ ხდება ბანკში და მას გაცილებით დიდი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ნებისმიერ დამფუძნებელს. როგორ ოპერირებს პროკურატურა, როცა მთავარ გადაწყვეტილების მიმღებს არ კითხავს? ბუცხრიკიძე საერთოდ არ დაუკითხავს და რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნები სრულაიდ ბუნებრივია. და ამ სიღრმეებში შევა პროკურატურა და ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა ეს ადამიანი აღმოჩნდება ციხეში. მათ შორის TV პირველის დამფუძნებლის მიმართაც დაიწყება სერიოზული მოძრაობა, აუცილებლად. მე არ ვიცი ვინ არის იქ დამფუძნებელი, მაგრამ ვინც არის დამფუძნებელი და ვისი მეშვეობითაც ეს ტრანზაქცია შედგა და ბიძინა ივანიშვილს დაკარგული აქვს ყოველგვარი კონტროლი პროცესებზეც და საკუთარ თავზეც, რასაც მე ვაკვირდები“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.