თაკო ჩარკვიანი, რომელმაც პარტია „კანონი და სამართალი“ დააფუძნა, აცხადებს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან „უბედნიერესი ადამიანია“ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე არ დანიშნეს.
როგორც მან გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, იგი აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურა იყო და თავად მასთან კი შეთავაზებაზე სატელეფონო ზარი მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განახორციელა, თუმცა ერთ კვირაში, დაპირებულ თანამდებობაზე აღარ დანიშნეს, რამაც მასში დიდი გაკვირვება გამოიწვია.
„გამიკვირდა, გამიკვირდა ის, რომ თვითონ დარეკეს. დამირეკა გურამ ოდიშარიამ. ბატონმა გურამ ოდიშარიამ, მერაბ თავაძემ დარეკა და შეგვკრიბა, მაგრამ ეს იყო არა დანიშვნის, არამედ სავარაუდო კანდიდატები უნდა შევიკრიბოთო. მე ახლა ციტირებას ვახდენ. მე მარტო არ ვიყავი მაშინაც. ბატონმა გურამმა მომიხადა ბოდიში იმისთვის, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენეს. გამიკვირდა ის კი არა, რომ თაკო ჩარკვიანი არ დანიშნეს, როგორ გეკადრებათ. მე ცხოვრების ამ ასაკამდე არსად არ ვყოფილვარ, არც ერთ პარტიაში და მაშინ, როცა ამის საშუალება იყო, თუნდაც შევარდნაძის დროს, როცა შემოთავაზება მქონდა, მე არასოდეს არ წავსულვარ ამაზე. მაშინაც იყო შემოთავაზება სხვათა შორის კულტურის სამინისტროში და არ წავედი. როდესაც 2012 წელს ოცნება მოვიდა, მაშინ ჩვენ ყველანი ვემხრობოდით და გვეგონა, რომ ის დაპირებები, რომელსაც ბატონი ივანიშვილი დაგვპირდა, ხალხის მიმართ, ჩვენ გვეგონა, რომ იმის მეოთხედი მაინც შესრულდებოდა... მე ვარ ამჟამად უბედნიერესი ადამიანი იმიტომ, რომ მე, თავად ჩარკვიანი და იმ ოჯახში გაზდილი, რასაც ჯანსუღის ოჯახი ჰქვია, მე ვერასოდეს ხელს ვერ და არ მოვაწერდი საყდრისის აფეთქებას. მე ვიყავი ირაკლი ალასანიას კანდიდატურა. ირაკლი იყო ნათელი წერტილი. მე მას ძლიერ პოლიტიკოსად მივიჩნევ და ირაკლი ალასანია, ეს ნათელი წერტილი, რატომ არ უნდოდა ოცნებას, ახლა გასაგებია, მაგრამ იმხანად, პირველ კვირას, მე ვერ მივხვდი ან რატომ დამირეკეს ან რატომ არ მოხდა. მეტი არაფერი“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.