გურამ ადამაშვილი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს - მაოცებთ, ბატონო პრეზიდენტო!
24-07-2015, 02:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ზურაბ ჯიბუხაიას, ხონის გამგეობის თანამშრომლის, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის და ხონის გამგებლის მოადგილის, ბესარიონ ჭელიძის შეწყალების ფაქტს აპროტესტებს.


ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა, საინფორმაციო პორტალ „კვირაში“ ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ყოვლად მიუღებელი ფაქტი უწოდა და განაცხადა, რომ მის მიერ შეწყალებული ადამიანები ბევრ უკანონობაში იყვნენ ჩართულნი. კერძოდ, ადამაშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ პირებს ედავებოდა 204 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონოდ განკარგვას.


უფლებადამცველის თქმით, ხე-ტყე სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი და ხონის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა ლევან ბობოხიძის თაოსნობით, ეს ხე-ტყე მათთვის სასურველ პირს, ერთ-ერთი საამქროს მფლობელს ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს, რომელიც ასევე მეოთხეა იმ 98 მსჯავრდებულთა შორის, რომელიც მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა.


ადამაშვილის ინფორმაციით, ლევან ბობოხიძე ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისაგან, ვითომცდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების მიზნით, ყოველთვიურად აგროვებდა თანხებს, რასაც შემდგომ პირადი შეხედულებისამებრ განკარგავდა.


გურამ ადამაშვილი თვლის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები მუდმივ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის ნებასთან და "ნაციონალური მოძრაობისადმი" და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილისადმი მისი ლოიალობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

„მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის არაერთი მსხვერპლი  ციხეებში დღემდე შეიძლება იყვნენ გამომწყვდეულნი, თქვენ არ იშურებთ ენერგიას მაქსიმალური თანადგომა გამოხატოთ იმ სისხლიანი რეჟიმის ავტორებისადმი, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში დამნაშავეებად ითვლებიან.


ასეთი დამნაშავეები - ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, ასევე დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, ისე შეიწყალეთ, რომ არც კი გაგიცნობიერებიათ ამ ძმების და მათი კლანის ავადსახსენებელი მმართველობა ხონის რაიონში, იქ, სადაც, ბობოხიძეებს სააკაშვილის პრეზიდენტობისას ყველა უკანონობა გასდიოდათ და აწიოკებული და დამონებული ჰყავდათ ხალხი“, - აცხადებს გურამ ადამაშვილი და საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესების გატარებისაკენ მოუწოდებს.


„იქნებ მეტად დაფიქრებულიყავით მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას. უფრო ადეკვატური იქნებოდა, ერთხელ მაინც გამოსულიყავით ავლაბრის რეზიდენციიდან, გასულიყავით ხალხში და მათი მოთხოვნების მიხედვით მიგეღოთ გადაწყვეტილებები. თუ შიში გაქვთ იმისა, რომ ვინმე წაგართმევთ სააკაშვილის აშენებულ სასახლეს, სადაც მყარად ხართ გამოკეტილი და სადაც რამდენადაც მახსოვს, თავად ამბობდით შესვლაზე კატეგორიულ უარს და ეს შენობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის გინდოდათ გადაგეცათ... აღარ განვაგრძობ... მაოცებთ ბატონო პრეზიდენტო!“, - მიმართავს გურამ ადამაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს.  

 

კომენტარები: 1
#1   nini
      
საერთოდ რომ გადავაყენოთ პრეზიდენტობიდან არა? მაინც არაფრის მაქნისი არა მის არსებობას საერთოდ არ გვყავდეს პრეზიდენტი ჯობია


სად არიან სხვა არასამთავრობოები ? რატომ არ იღებენ ხმას თუ დაფინასებას ვერ ხედეავენ ამაში ? ყველა ერთად უნდა დადგეს და გააპროტესტოს მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება რომელიც ცუდ შედეგებს მოუტანს საზოგადოებას

უკვე ზედმეტები მოსდის ამ ეგრედ წოდებულ პრეზიდენტს მიუხედავად იმისა რომ ბევრი არაფრის უფლება არ აქვს მას, რისი უფლებაც აქვს იმით აფუჭებს ყველაფერს
24 ივლისი 2015 09:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი