დავით ზალკალიანი: შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფანი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა
05-03-2019, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სურს დააჩქაროს რეგიონული თანამშრომლობა და გააფართოოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებში მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს შექმნის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუქარესტში გამართული ოთხმხრივი მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 


დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და რუმინეთს შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყება დროული ინიციატივაა და ის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი. ამასთან, ის აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას ისახავს მიზნად.



„ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერება. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთავრობა უკვე შეუდგა მრავალმილიარდიანი პროგრამის განხორციელებას, რომელიც საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (მაგისტრალების, პორტებისა და სარკინიგზო სისტემების) განვითარებასა და მოდერნიზებას ემსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, გადაზიდული საქონლისა და გენერალური ტვირთების მოცულობის ზრდა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას გვპირდება“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.



საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება. ზალკალიანის თქმით, ახალი დერეფანი მრავალმხრივი თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რაც რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უცვლელი წინაპირობაა.



ამ კუთხით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა განახორციელოს რეგიონთაშორისი კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებული და ამბიციური პროექტები.

 

 

„ჩვენ ვგეგმავთ ფოთის პორტის მოდერნიზაციას და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები მიღების, რეგიონის გავლით ტვირთნაკადების გაზრდისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გამარტივების მიზნით“, აღნიშნა ზალკალიანმა.



მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროპასა და აზიას შორის მდგრადი კავშირის ხელშეწყობას ევროკავშირი თავისი სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და „ეს მიზანი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ფიზიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება“.



„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ევროკავშირის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) მნიშვნელობა, რომლის გაფართოებაც TEN-T-ის აზიის ქსელთან დაკავშირებას ისახავს მიზნად“, დასძინა მინისტრმა.



პრეს-კონფერენციის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონების მდგრადი განვითარება ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რეგიონულ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მას რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ხელშესახები შედეგები, ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა მოაქვს.



2019 წლის 4 მარტს, ქ. ბუქარესტში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი