გუბაზ სანიკიძე: „უკრაინაში გამოკითხვისას 70% აიღო მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე - ნუ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილი ვიხილოთ უკრაინის პრემიერ მინისტრად და მერე „ქართული ოცნების“ ლიდერები ერთმანეთს გადაასწრებთ ფეხდაფეხ საზღვარზე“
05-03-2019, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინაში ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვისას 70% აიღო პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე და ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, რომ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრი გახდეს.

 


აღნიშნულის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „კავკასიას“ ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას განაცხადა.

 


„უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებია. იქ მარტო უკრაინის ბედი არ წყდება, ჩვენი ბედიც წყდება, რომ გითხრათ სიმართლე. იქ ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კანდიდატი არის ვლადიმერ ზელენსკი, რომელიც არის შედეგი უკრაინული პოლიტიკური სპექტრის უვიცობის და დაბალი ხარისხის. უკრაინაში უფრო მძიმედ არის ვითარება, ვიდრე ჩვენთან. ამ ზელენსკიმ ასეთი იდეა წამოაყენა, რომ აი, ჩავატარებ ინტერნეტ გამოკითხვას და ხალხი ვისაც მისცემს ხმას, ისე დავაკომპლექტებ ჩემს კაბინეტსო. ჩაატარეს უკრაინაში გამოკითხვა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე 70% აიღო მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ, ნუ გამოვრიცხავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიხილოთ ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრად და მერე ძალიან საინტერესო იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერების ცხვირ-პირის დანახვა. მერე ვნახავთ მათ სიმამაცეს, მათ შეუდრეკელობას, მათ პრინციპულობას. ერთმანეთს გადაასწრებთ ფეხდაფეხ საზღვარზე. ფეხდაფეხ გადაასწრებთ ერთმანეთს საზღვარზე. მაგრამ ვერსად ვერ დაიმალებით, ვისაც მიქარული გაქვთ, ვისაც მოპარული გაქვთ, ვინც გაყიდეთ ეს ქვეყანა. სუყველას პასუხი მოგეთხოვებათ. არ არს დამალული, რომ არ გაცხადდეს. ბიბლიასთან ცოტა მწყრალად არის ივანიშვილი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა ჰგონია, ქრისტიანობა და საერთოდ რელიგია. ვიცით, რომ ის მებრძოლი ათეისტია. მაგრამ არ არის ეს ზღაპარი. ეს არის ჭეშმარიტება. ზღაპარი ამდენ ხანს ვერ ძლებს. ჭეშმარიტება ძლებს ამდენ ხანს. ამიტომ, მოემზადეთ დიდი გამოცდა გელით ჩემო ძვირფასო მეოცნებეებო, ოცნების ახალგაზრდულო ფრთავ. ჯერ სადა ხართ, აწი გეწყებათ ეს ამბები... და მიშასი აღარ ეშინია ამ ხალხს უკვე. კი არ ეშინიათ, სასოებით ელოდებიან უკვე სააკაშვილს. არ იცით თქვენ, არ დადიხართ, არ ჩამოდიხართ იმ მანქანებიდან. დადიხართ ამ დაბურული შუშებით, რაღაც ფილმის გმირები გგონიათ თავი, რაღაცა წარმოგიდგენიათ. ცარიელი ადგილები ხართ სუყველა, ნულების პარადი ხართ თქვენი ბელადიანად. ნულები ხართ სუყველა“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი