საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით დასამზადებელი სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანების 2 პროტოტიპი ავსტრიაშია და სამონტაჟო სამუშაოების ეტაპს გადის, რომელთაგან ერთი წარმოადგენს სრულიად ავტომატიზირებულ ბაზას, ხოლო მეორე მექანიკურს.
ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს „დელტადან" აცნობეს.
„ცენტრი ამ პროექტში ჩაერთო შასების გაძლიერების მიმართულებით, ვინაიდან არსებობს აღნიშნულის შესრულების შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება. სუპერსტრუქტურა წარმოადგენს სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილესი ავსტრიული კომპანია როზენბაუერის მიერ შესასრულებელ ნაწილს, ხოლო დელტა პირველ ეტაპზე მონაწილეობას მისი ინტეგრაციისა და შასის გაძლიერების ნაწილში მიიღებს, პარალელურად მოხდება ცენტრის პერსონალის გადამზადება, რათა სამომავლოდ სახანძრო მანქანის აწყობითი სამუშაოები განხორციელდეს ადგილობრივი რესურსებით.
აღნიშნული პროტოტიპები გამოჩნდება 2019 წლის პირველ ნახევარში, ხოლო მათ დასამზადებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოყოფილია 1’750’000.00 ლარი, რომელიც მოიცავს კვლევისა და განვითარების ხარჯებს ვინაიდან იქმნება არა სტანდარტული ბაზა, არამედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნებს მორგებული პროტოტიპი, ასევე წარმოების, მონტაჟისა და ტრანსპორტირებისა და გადამზადების ხარჯებს.
გაძლიერებული შასები ამ ეტაპზე გაგზავნილია ავსტრიაში, სადაც დელტას კვალიფიციურ პერსონალთან ერთად მიმდინარეობს სუპერსტრუქტურის მონტაჟი. პროექტის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს მანქანის საბოლოო დამამთავრებელი სამუშაოები დელტაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძღოლთა გადამზადება და საბოლოო მიმღებისთვის დასრულებული პროდუქტის გადაცემის პროცედურების განხორციელება", აღნიშნულია „დელტას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.