გიგა ბოკერიას თაოსნობით "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას სისხლისღვრით გეგმავს?!
10-02-2014, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობა" 17 მაისს გეგმის განხორციელებას იწყებს და რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას გეგმავს, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი "კვირის ქრონიკა" აქვეყნებს.

 

 

გაზეთს "ნაცმოძრაობის" მიერ დაგეგმილი ავანტიურისტული გეგმის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომელსაც, მედიასაშუალების განცხადებით, "ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისში საკმაოდ სოლიდური პოსტი უჭირავს და მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციებზე მიუწვდება ხელი. წყაროს ინფორმაციით, "ნაცმოძრაობას" რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად აქვს გეგმა. გეგმის განხორციელება 17 მაისს დაიწყება, როცა ლიბერტარიანელები ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციას თბილისში გამართავენ.

 


წყაროს ინფორმაციით, გიგა ბოკერია და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერები მზად არიან, სისხლიც კი დაღვარონ, რომ ამის ხარჯზე "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები გაზარდონ. როგორც საგაზეთო სტატიაშია აღნიშნული, თუ ამ დღეს გიგა ბოკერიას გეგმამ გაამართლა, რუსთაველზე სისხლი დაიღვარა და ხალხში დაპირისპირება დაიწყო, მაშინ აქციები გაგრძელდება და მთელ საზოგადოებას მოედება.

 

 

ამავე ინფორმაციის თანახმად, საჭირო დროს და საჭირო მომენტში, რუსეთის სპეცსამსახურები ჩაერთვებიან საქმეში და საქართველოში თავიანთ აგენტურას "ნაციონალთა" დასახმარებლად აამოქმედებენ. "გიგა ბოკერია და მისი გუნდის წევრები მზად არიან, რუსთაველზე სისხლიც დაღვარონ, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, საპროტესტო აქციები ააგორონ და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მიიყვანონ, ოღონდაც საწადელს მიაღწიონ – ხელისუფლება დაასუსტონ და ამის ხარჯზე "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები გაზარდონ.

 

 

დღეისათვის "ნაცმოძრაობის" მთელი რესურსი, ფინანსურიც და ადამიანურიც, 17 მაისის აქციისკენაა მიმართული. აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ თუ აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, "ნაციონალებისთვის" ეს დიდი დარტყმა იქნება და ვეღარ დააშინებენ თავის მომხრებსაც კი, რომ ეს ხელისუფლება საქართველოს საბჭოთა კავშირში აბრუნებს", – აცხადებს ინკოგნიტო წყარო გაზეთთან საუბრისას.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=7994 

კომენტარები: 4
#4   babu
      
ეს ნაბიჭვრები როდის უნდა დასამარდნენ საბოლოოდ
11 თებერვალი 2014 20:14
#3   giorgi
      
ქართველი ხალხი ბრძენია,არ წამოეგება პროვოკაციას,მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ამიტომ დროულად უნდა აილაგმოს ნაცების ხროვა,რაც ჯობია დღევანდელმა მოაგვაროს,თორემ ხალხს მოგვიწევს ამის გაკეთება და მაშინ შეიძლება პროვოკაცია მოგვიწყონ. ქართველები წითელ წიგნშია შესაყვანი - არც ერთი წვეთი ქართველის სისხლად არ ღირან ეს გადაჯიშებულები,არც ის პედერასტები და დანნი მათნი.საქართველოს მშვიდობა,გამრავლება და ქართული მრწამსის აღდგენა ჭირდება,არც ამერიკული და არც ევროპული "ფოჩიანი კანფეტები" არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს! მომიტევეთ...
10 თებერვალი 2014 20:09
#2   diana
      
აღარ უნდა მოეღოს ბოლო ნაცების უტიფრობას ,მავნებლობას და ცინიზმს? რაღას ელოდებით ''ახლებო'',მართლა გინდათ ხალხმა გამოუტანოს განაჩენი ამ ქართველყლაპია ნაცხებს?
10 თებერვალი 2014 19:07
#1   thomas
      
ასეთ შემთხვევაში სჯობს გიგა ბოკერიასა და სხვა ნაც.მოთავეების სისხლი დაიღვაროს და საზოგადოება გადაურჩეს დაგეგმილ სისხლისღვრას, ან ხელისუფლებამ დასძლიოს სისუსტე და დროულად მიუჩინოს თავისი ადგილიამ ნაძირალებს... წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ხელისუფლება გადაურჩება ხალხის რისხვას...
10 თებერვალი 2014 18:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი