ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“ გააცნეს
05-03-2019, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“ გააცნეს.

 


ახალ ხიბულაში გამართულ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ.

 


პროექტის ფარგლები სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2000 ერთეული შესაწამლი აპარატი და უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც მეთხილე ფერმერებს გადაეცემა. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ფერმერები შეღავათიანი პირობებით შეძლებენ შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები.

 


სპეციალისტების მიერ შემუშავებულია კომპლექსური გეგმა, რომელიც თხილის მწარმოებელ ფერმერებს საშუალებას მისცემს მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროტექნიკური ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

 


საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მომსახურება:

 


• აგრო კონსულტანტის მომსახურება თითოეული ფერმერთა ჯგუფისათვის


• თვეში 2 ჯერ ვიზიტი/ტრენინგი, ოპტიმალური წამლობის სქემების დაგეგმვა და შეთავაზება


•მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატებითა და უსაფრთხოების საშუალებებით უზრუნველყოფა (10 ჰა - 1 მაღალეფექტური შესაწამლი აპარატი)


• შეღავათები პრეპარატებზე ასოციაციის „ფერმერთა მომსახურების ცენტრებში“


• ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა (ბანკები, მიკროსაფინონსო ორგანიზაციები)


• ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და ანალიზებით უზრუნველყოფა


• შეღავათები სერვისებზე ასოციაციის თხილის საშრობ და სასაწყობე ცენტრებში


• „ფერმერის დღიურების“ გადაცემა


• მოსავლის ხარისხის კონტროლი


• მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარება.

 


თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ახალ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია „ფერეროსა“ და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.~

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი