არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მართავდეს და ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოითხოვს.
„საკუთარი ზურგით და საკუთარი იმედით დაწერა ეს შანტაჟის მესიჯი? როდესაც მან [გიორგი გახარია] დააშანტაჟა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის ერთ-ერთი მფლობელი. რა თქმა უნდა, მან ეს დაწერა ივანიშვილის ზურგით და მეტიც, ივანიშვილის კონკრეტული დავალებით. ამ შემთხვევაში, გახარია იყო მხოლოდ და მხოლოდ მესინჯერი, ის იყო მხოლოდ და მხოლოდ შიკრიკი და მან ეს გზავნილი უბრალოდ მიიტანა, რომლის ავტორიც რეალურად იყო ბიძინა ივანიშვილი", განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ, 4 მარტს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ მას მუქარის წერილი მიწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.