გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რუსთაველის ქუჩასა და ამავე ქუჩის I ჩიხში საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, საგზაო სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, რის გამოც, გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება. ამასთან, კულა გლდანელის ქუჩის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, რომლის სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დასრულდება. გლდანის გამგეობა მიმდინარე წელს რასაკვირველია, გზის საფარის მოწესრიგებას სხვადასხვა ქუჩაზე განახორციელებს“, განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 4 570 კვ.მ ფართობზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე ხორციელდება კულა გლდანელის ქუჩაზე; ასევე, კაპიტალურად ეწყობა ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, სადაც დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება; გულისაშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე ეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.