ჩუღურეთის რაიონში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
05-03-2019, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩუღურეთის რაიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ბუხაიძის N36-ში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

აღნიშნულ მისამართზე, სადაც ცხრა ოჯახი ცხოვრობს, სახლის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება.

 


„თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად, ხუთ მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ორ მისამართზე კი, კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა. სტიქიის დროს, გამგეობის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. დაზიანებული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად, სრულად აღდგება“, განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

 

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი