პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, წარადგინა ფურცელზე დაბეჭდილი წერილი მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან აღნიშნული წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო, თუმცა შუამავლის ვინაობა არ დაასახელა.
„ბატონმა მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა წერილი, ჩვეულებრივ ფურცელზე კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, მას გააჩნია ვალდებულება, რომ დაასახელოს შუამავლის ვინაობა, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალდს, სადაც არის აკრეფილი კომპიუტერზე ტექსტი, არანაირი მაიდენტიფიცირებელი საუშალება არ გააჩნია და შუამავალთან დაკავშირებითაც გაგეცით პასუხი. შინაარსობრივი მხარე, ეს წერილი ჯერ ჩვენ არ გადმოგვცემია. სასამართლოს აქვს ამ ეტაპზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ, რომ ამ წერილის წარმომავლობა დადგინდეს", განაცხადა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.