სერბეთმა, – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარება" რომ მოახდინოს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?!
24-07-2015, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით (24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით), საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ ფესტივალის მონაწილე - კოსოვოს დელეგაციის წევრებს. ეს დადგენილება მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამ დადგენილებაში ნათქვამია და მას ხელს აწერს პრემიერ–მინისტრი ი. ღარიბაშვილი, რომ – "ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა (კოსოვოს ოფიციალური დელეგაცია! – ავტ.) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა – არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას". – ???!!!


რა არის იცით, საერთაშორისო სამართლიდან და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობიდან გამომდინარე ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ, როცა სხვა სახელმწფოებისგან მოითხოვ საკუთარი სუვერენული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილების, – თვითაღიარებული სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" არ ცნობას, – მაშინ, კეთილი უნდა ინებო და თავად უნდა დაიცვა ანალოგიური მოთხოვნები შენი მხრიდან! წინააღმდეგ შემთხვევაში, საპასუხო რეაგირება არ დააყოვნებს და "ერთ მშვენიერ დღეს", აფხაზეთ–"სამხრეთ ოსეთის" სხვადასხვა სახის "დელეგაციებს", ასეთივე "პატივით" უმასპინძლებენ სხვა სახელმწიფოები, რასაც შემდეგ მათი "დამოუკიდებლობის აღიარებაც" მოჰყვება!

 

 

როგორ ფიქრობთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა რეაქცია ექნება სერბეთს საქართველოს მიერ კოსოვოს დელეგაციის მიღებასთან დაკავშირებით?! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მკვეთრად უარყოფითი, მეტიც, ამის შედეგად, სერბეთმა, – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარება" რომ მოახდინოს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?! საქართველოს ხელისუფლება, განა თავად არ მოითხოვს სხვა სახელმწიფოებისგან, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებთან, დაწყებული ეკონომიკურიდან დამთავრებული სპორტულით (პოლიტიკურზე აღარას ვამბობ!)?! ჰოდა, რატომ ვარღვევთ "არაღიარების" პრინციპებს და მოთხოვნებს (ჯერ, სპორტულ დელეგაციას მიიღებ და მერე კი, შეიძლება პოლიტიკურიც?!), ვისი და რისი იმედი გვაქვს, ამის გამო რომ დავისაჯოთ, არ გვეშინია?! ესღა გვაკლია, რომ ვენესუელას და ნიკარაგუას (კიდევ, ორ კუნძულს), ახლა სერბეთი შეემატოს!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი