ირაკლი ღარიბაშვილმა „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე“ განაცხადა და თქვა, რომ თუკი გონიერი მმართველის პრეტენზია გაგაჩნია, თავიდან უნდა აიცილო ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს
05-03-2019, 20:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში იმ მიზეზების გამო დაბრუნდა, რა მიზეზების გამოც ბიძინა ივანიშვილი.

 


„ჩემი მთავარი მისია და ამოცანა პარტიის სხვა წევრებთან ერთად იქნება პარტიის გაძლიერება გაერთიანება“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“.

 


მან თქვა, რომ მისი მიზანია პარტია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, ვიდრე 2012 წელს იყო და შესრულდეს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები.

 


მან ხაზგასმით თქვა, რომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელს „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე“ გამარჯვება ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. „ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ მართლა შეუძლებელი შევძელით ხალხთან ერთად“, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 


„მე ყოველთის ვიქნები იმ აზრზე, რომ იმ ადამიანების გამოსწორება შეუძლებელია, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ“, განაცხადა ღარიბაშვილმა და მკაცრად გააკრიტიკა სააკაშვილის ხელისუფლება იმისათვის, რომ „შემოუძღვა რუსულ ჯარს“.

 

 

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ არ არის არც ერთი მოსამართლე არც „ქართული ოცნების“ და არც ბიძინა ივანიშვილის.

 


„ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გაასამართლა ერთ-ერთმა მოსამართლემ, არ მინდა გვარი დავასახელო, რომელმაც მერე სააკაშვილი გაასამართლა“, აღნიშნა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ სასამართლო სისტემის უდიდესი ნაწილი სააკაშვილის მიერ არის დაკომპლექტებული.

 


„ნაციონალები“ ბედავენ და სასამართლოს დამორჩილებაზე საუბრობენ. ეს ასე არ არის. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ეს არის გზა სასამართლოების დამოუკიდებლობამდე“, განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა:

 


„2013 წელს „ნაციონალები და მათთან აფილირებული არასამთავრობოები მოითხოვნდენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, დღეს კი საპირისპიროს აცხადებენ. ეს ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩამოშალონ სასამართლო ხელისუფლება და სახელმწიფო. ივანიშვილი არც კი ინტერესდება მოსამართლეების გვარებით. სხვაგვარად იყო სააკაშვილის და კუბლაშვილის დროს“.

 

 


როდესაც გაქვს გონიერი მმართველის პრეტენზია, შენ თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, რომ თავიდან აიცილო ოკუპაცია. არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს. პრაქტიკულად, ასე შეიძლება თქვა, რომ ჩვენ მივიღეთ ხელახლა ოკუპაცია, ვიდრე იყო“, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი