ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილი არც კი ინტერესდება მოსამართლეების გვარებით... 2013 წელს „ნაციონალები“ და მათთან აფილირებული არასამთავრობოები მოითხოვნდენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, დღეს კი საპირისპიროს აცხადებენ“
05-03-2019, 20:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკაში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ არც ერთი მოსამართლე არის არც „ქართული ოცნების“ და არც ბიძინა ივანიშვილის, ეს უკანასკნელი კი საერთოდ არ ინტერესდება მოსამართლეების გვარებით.

 


„ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გაასამართლა ერთ-ერთმა მოსამართლემ, არ მინდა გვარი დავასახელო, რომელმაც მერე სააკაშვილი გაასამართლა“, აღნიშნა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ სასამართლო სისტემის უდიდესი ნაწილი სააკაშვილის მიერ არის დაკომპლექტებული.

 


„ნაციონალები“ ბედავენ და სასამართლოს დამორჩილებაზე საუბრობენ. ეს ასე არ არის. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ეს არის გზა სასამართლოების დამოუკიდებლობამდე“, განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა:

 


„2013 წელს „ნაციონალები და მათთან აფილირებული არასამთავრობოები მოითხოვნდენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, დღეს კი საპირისპიროს აცხადებენ. ეს ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩამოშალონ სასამართლო ხელისუფლება და სახელმწიფო. ივანიშვილი არც კი ინტერესდება მოსამართლეების გვარებით. სხვაგვარად იყო სააკაშვილის და კუბლაშვილის დროს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი