ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის „იყო გაუგებრობები, მაგრამ ყველაფერი გავარკვიეთ“
05-03-2019, 21:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი პოსტიდან წასვლა ივანიშვილთან კონსულტაციის შემდეგ მოხდა, თუმცა დეტალები არ გაამჟღავნა.

 


„ორ კაცში მოლაპარაკება რჩება ორ კაცში... იყო გაუგებრობები, მაგრამ ყველაფერი გავარკვიეთ“, განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ახლობელ ადამიანთან დღეს საერთოდ არ აქვს ურთიერთობა. „ვინც გასაწევი იყო, მე თავად გავწიე“.

 

 

მასსა და კახა კალაძეს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ეს არის მოგონილი ჭორები“.

 


„ჩვენი საერთო მტრები ასეთ რაღაცებს ეძებენ. ეს არის მოგონილი ჭორები. მე და კახა მოვდივართ 2011 წლიდან და ჩვენ გავიარეთ ბევრი რამ ერთად. ჩვენ ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“, განაცხადა ღარიბაშვილმა „TV პირველის“ ეთერში და დაამტა:

 


„მე ვიყავი პრემიერ მინისტრი და მქონდა დიდი ძალაუფლება და არავისთან საჭიდაო არაფერი მქონდა... მე ღირსეულად ვატარე ის მანდატი, რომელიც გადმომეცა, მაგრამ მე არ მეკუთვნოდა და ეს ხელისუფლების მანდატი ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას და როცა გადაწყდა, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან ღირსეულად გადავეცი შემდგომს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი