ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ევრონაცები“ - დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა არიან „სიმახინჯის და დანაშაულებრივი რეჟიმის“ სახეები და „კრიმინალები“
05-03-2019, 23:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ახლადდანიშნულმა პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს. მან თქვა, რომ „ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის სატელიტური ორგანიზაციაა და დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია არიან სახეები „მთელი ამ სიმახინჯის და მთელი ამ დანაშაულებრივი რეჟიმის“. ეს ადამიანები, მათ შორის გიგი უგულავა, „კრიმინალები არიან“ და ბიძინა ივანიშვილის „ჰუმანური სურვილი, მომხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია, აღმოჩნდა შეუძლებელი“.

 


„როცა მე ვიყავი მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე, რომელიც სრულად დიაგნოზს, ანატომიას მაჩვენებს ამ დესტრუქციული ძალის. აქედან მომდინარეობს ჩემი ასეთი „სიმპათია“ ამ ძალის [ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის] მიმართ.

 


მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელისუფალის და მმართველი პარტიის ინტერსებში არის ნორმალური, კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში - ჯანსაღი, რომელიც არა ქვეყნის განადგურებას გვიქადის და გვპირდება, ისევ იმ რაღაც ტერორის წლების დაბრუნებას, არამედ ნორმალური, სტაბილური განვითარების ხედვას წარმოადგენს... გარდა იმ კრიტიკისა და უამრავი იმ ცილისმწამებლური კამპანიებისა, რომელიც მიმდინარეობს პირადად პარტიის ლიდერის მისამართით, ეს რა თქმა უნდა ნაფიქრია და გააზრებული, რატომ? იმიტომ, რომ უნდათ, რომ პირველი შეტევა განახორციელონ მასზე, პარტიის ლიდერზე და ეს ცილისმწამებლური კამპანიები რომ მოვაცილოთ, მათგან აი რა გამახსოვრდებათ, რა არის მათი ხედვა? როგორ უნდა გააუმჯობესონ მათ, როგორ უნდა მართონ უკეთესად მათ ქვეყანა ამ გამოწვევების ფონზე, როგორიცაა თუნდაც ოკუპაცია, რომელიც მათ თავიდან ვერ აგვაცილეს. რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ეს ადამიანები, ეს მართლაც დესტრუქციული ადამიანები ხელახალ პრობლემაში არ შეიყვანენ ქვეყანას. მე არ მაქვს ამის გარანტია...

 


მე არ ვიცნობ ნორმალურ, კონსტრუქციულ ოპოზიციას. ვინ არის ასეთი ოპოზიცია? ევრონაცები? - სატელიტები ჩვეულებრივი სააკაშვილის. ვერ გაუგიათ მოღალატეები არიან თუ რაღაც თამაშში არიან უბრალოდ. საბოლოო ჯამში, ეგენი ერთ თამაშს თამაშობენ, რა თქმა უნდა. დათო ბაქრაძეა და გიგა ბოკერიაა, რომელიც არის სახე მართლაც მთელი ამ სიმახინჯის და მთელი ამ დანაშაულებრივი რეჟიმის. ბატონი ივანიშვილის და შემდეგ ჩემი პრემიერობის დროს ამ დესტრუქციული ელემენტების რეიტინგი 6-7 პროცენტზე იყო დასული. როგორ მოხდა რომ ამ ბოლო სამ წელიწადში იმგვარად მოხდა ამ ძალის კიდევ რეანიმირება და გაძლიერება, რომ აიღეს რამდენი... მე მაქვს ამაზე პასუხი. მაშინ, როცა მე მქონდა ხისტი პოლიტიკა და ჩემ დროს მოხდა მთელი ამ დანაშაულების გამოძიება, კრიმინალური საქმეების... ეს ადამიანები კრიმინალები არიან, უგულავა მათ შორის და სხვები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ სასჯელი მოიხადეს. მოხდა ისე, რომ მათ ვადაზე ადრე დატოვეს საპატიმრო და ბევრი ახლაც იხდის სასჯელს ძალიან მძიმე სისხლიანი დანაშაულებების გამო და მე ვუბრუნდები ჩემს უთანხმოებას, განსხვავებულ პოზიციას, რომელიც ახლაც მაქვს, რომ შეუძლებელია, შეუძლებელია ამ ადამიანების სწორ გზაზე დაყენება. ბატონი ივანიშვილის სურვილი ჰუმანური იყო, რომ მომხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია, მაგრამ ეს აღმოჩნდა შეუძლებელი“, განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი