ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ხობის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.
კონცერტზე ვაჟა აზარაშვილის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი სიმღერები შესრულდა. საიუბილეო საღამოში კომპოზიტორის მეუღლე მანანა დანგაძე და მომღერალი ზურაბ კობეშავიძე მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
კონცერტი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.