„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს ეზიარა მესიანიზმის საყრდენ პოსტულატს და დარწმუნდა, რომ არა მხოლოდ დამოუკიდებელი ადამიანები, არამედ მორჩილი ადამიანებიც კი სახიფათონი არიან, თუ ისინი მის მიერ არ არიან შექმნილები!“
„2018 წლის 25 ივნისს გაზეთ „კვირის პალიტრას“ ვეუბნებოდი:
„ბახტაძის დანიშვნით ივანიშვილი, კვირიკაშვილის გავლით, ღარიბაშვილს დაუბრუნდა. კვირიკაშვილს ჰქონდა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი საჯარო-პოლიტიკური ბიოგრაფია, რაც არ ჰქონდა არც მის წინამორბედს და არც მის შემცვლელს...“
ჰოდა, დაუბრუნდა! ანუ, ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს ეზიარა მესიანიზმის საყრდენ პოსტულატს და დარწმუნდა, რომ არა მხოლოდ დამოუკიდებელი ადამიანები, არამედ მორჩილი ადამიანებიც კი სახიფათონი არიან, თუ ისინი მის მიერ არ არიან შექმნილები!
ამ გადმოსახედიდან ვოლსკის დარი ერთგულებაც კი აღარ აღმოჩნდა საკმარისი - მას (გიას) ხომ მის (ბიძინას) გარეშეც აქვს ამ ქვეყნად ჯოხი გადაბრუნებული (წაღმა თუ უკუღმა) და ხომ შეიძლება კვლავაც რამე თავად გადაწყვიტოს?!
მოკლედ, „კართაგენი ინგრევა“ მიუხედავად იმისა, რა წერია თუ ხატია ხაზარაძის წერილში, რამდენი თითი აჩვენეს თუ მოელანდა ოქუაშვილს და „სპრავედლივად“ მოხვდა თუ არა ყიფიანს ფარცხალაძის სარდაფში.
ჯობია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა და როგორ უნდა ავაშენოთ მორიგ ნანგრევებზე ისე, რომ აღარ ჩამოგვენგრეს!“, წერს დავით უსუფაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.